28 ოქტომბერი 2026,   07:46
ვრცლად
ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გაყიდული ელექტროსადგურების უკან დაბრუნების პროცესი, ამით ქართველ ხალხს დაუბრუნდება მისივე ფულით აშენებული სიმდიდრე - სოსო შატბერაშვილი

პარტია "მემარცხენე ალიანსში" ბრიფინგი გაიმართა. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, აუცილებელია უცხოელებზე გასხვისებული ენერგოკომპანიების გამოსყიდვა და მათი ნაციონალიზაციის პროცესის დაწყება.

პრესკონფერენციაზე პარტიამ კონკრეტული მაგალითები დაასახელა.

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გასხვისებულ-გაყიდული ელექტროსადგურების უკან დაბრუნების პროცესი, ამით ქართველ ხალხს დაუბრუნდება მისივე ფულით აშენებული სიმდიდრე, შემოსავალი წავა არა სხვა ქვეყნის, არამედ საქართველოს ბიუჯეტში. ხოლო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა განმტკიცდება ისეთი უმსხვილესი ობიექტები, როგორიც არის ენგურჰესი და ჟინვალჰესი," - აღნიშნა პარტია "მემარცხენე ალიანსის" დამფუძნებელმა, სოსო შატბერაშვილმა.

 

დღის ამბები