02 აგვისტო 2026,   06:31
ვრცლად
ფოტორეპორტიორების გამოფენა - ათწლეულების განმავლობაში გადაღებულმა კადრებმა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები შემოინახა

ნახევარ საუკუნეზე მეტია სამყაროს ფოტო ობიექტივიდან უყურებს, არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა და ფირზე მილიონობით კადრი აღბეჭდა.

ათწლეულების განმავლობაში გადაღებულმა კადრებმა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტები შემოინახა.

ბადრი ვადაჭკორია, დემიკო ლოლაძე, ჯემალ კასრაძე, და ალექსანდრე კოტორაშვილი - პროექტი „ორმოცდაათი ფოტოხელოვანი“ ოთხი გამოჩენილი ფოტოგრაფის შემოქმედებას აერთიანებს.

დემიკო ლოლაძე ერთ-ერთია, ვინც საქართველოს ისტორიის ფოტომატიანე შექმნა. თბილისის ქუჩებში გადაღებული მისი კადრები სხვადასხვა წლებს, ადამიანებსა და ქალაქის ყოველდღიურობას ასახავს. გამოცემაში მისი ფოტომეხსიერებიდან შერჩეული ასი კადრი შევიდა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოხელოვანები ქართულ კულტურასა და ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ. ჟურნალისტთა ფედერაციის სამადლობელი დიპლომი გადაეცა კულტურის მინისტრს.

ფოტოალბომი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციასთან თანამშრომლობით გამოიცა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები