ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ "ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადადის" და ამტკიცებს, რომ ეს "რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო დაანგრევს". ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
IDF-ის შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისრაელი და აშშ "სტრატეგიულად ახდენენ იზოლაციას".
ის განცხადებაში წერს: "მოულოდნელი დარტყმის ფაზის დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც ჩვენ დავამყარეთ საჰაერო უპირატესობა, ახლა ოპერაციის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ. ამ ეტაპზე ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, რომელთა გამხელას არ ვაპირებ".