სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა შეშფოთება გამოთქვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.
"მხარეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.