"საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე" - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. მიზანი ინკლუზიური სერვისების განვითარება და გაუმჯობესებაა.
ინიციატივის ფარგლებში პირველი შეხვედრა თბილისში შედგა. საუბარი იყო ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე. პროგრამის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.
"კამპანია გაგრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს, რაც თავისი მასშტაბებით მართლაც უპრეცედენტოა. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მეტი აქტიურობით და ჩართულობით იმ შედეგებზე გავალთ, რომლებიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ინკლუზიური პროცესების განვითარება სასწავლო პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს", - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.