05 აგვისტო 2026,   21:25
ვრცლად
პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" წევრებმა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს

პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" წევრებმა ბოლნისისა და დმანისის საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. განიხილეს მუნიციპალიტეტების განვითარების შესაძლებლობები; ისაუბრეს გამოწევებსა და არსებული პრობლემების აღმოფხვრის გზებზე.

საუბარი ასევე შეეხო მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას.

"დავასრულეთ ქვემო ქართლში შეხვედრები. თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხალხის ძალის ფრაქციის წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ადგილობრივ მუნიციპალურ პრობლემებზე და დავგეგმეთ პარტიული მშენებლობის შემდგომი ეტაპები, რომ "ხალხის ძალა" იქნება უფრო გაფართოებული, მეტად აქტიური და მეტი კომუნიკაციით საზოგადოებასთან", - აცხადებს პარტიის "ხალხის ძალა" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები