28 ოქტომბერი 2026,   05:48
ვრცლად
ორბანთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადება კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორია "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა და მათი ხედვა - გურამ მაჭარაშვილი

"ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემ და მას მშობლიურ, მისთვის გასაგებ ენაზე გაესაუბრებიან" - ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარაზე უკრაინული მედია აქტიურად საუბრობს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ნატო-ს წევრი ქვეყნის ლიდერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს მუქარის ენით ესაუბრება.

ზელენსკის განცხადებით, თუ უნგრეთი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას დაბლოკავს, ორბანის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას აიძულებს, უნგრეთისთვის "დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდება განაახლოს.

განცხადებებს თბილისსი ეხმაურებიან.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ორბანთან დაკავშირებით ზელენსკის განცხადება კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორია "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა და მათი ხედვა.

"როდესაც შენ სხვა ქვეყნის ლიდერს ემუქრები, თან ამბობ, რომ იქ ქვეყნის ხალხის ნაცვლად შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება ვინ მოვა იქ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში უნგრეთში, ეს არის ჩვეულებრივი სტილი, კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი არის "დიფ სთეითის" წარმომადგენლობა და მათი ხედვა. მას უნდა, რომ იქ არ იყოს ორბანი, თითქოს უნგრული საზოგადოება იყოს ზელენსკი, მას უნდა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ევროკავშირში და უნგრეთის მაგივრად ასევე თვითონ პასუხობს, თან პირდაპირ, საჯაროდ იმუქრება, მათ შორის, ფიზიკურად. მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ საკუთარი გუნდის წევრები, ზოგი კორუფციაში ბრალდებით რომ არის დაპატიმრებული, ზოგი უკრაინიდან გაქცეული რომ არის და ზოგს ბრალი რომ აქვს წაყენებული და ზელენსკის არავინ აღარ დარჩა თავის გარშემო, საკუთარი ქვეყნის ღალატში ბრალი რომ არ ჰქონდეს დადებული ოფიციალურად და კიდევ იცლის ეს ადამიანი სხვა ქვეყანაში რომ ჩაერიოს პოლიტიკაში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები