27 ოქტომბერი 2026,   19:28
ვრცლად
"სიამოვნებით შემოუძღვებოდნენ უცხო ქვეყნის ჯარს" - გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის სამხედრო მრჩევლის განცხადებაზე

"ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს" - ვახტანგ კაპანაძის ეს განცხადება "ხალხის ძალისთვის" კიდევ ერთი დასტურია თუ როგორ ცდილობენ მათი ოპონენტები ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და საქართველო დარტყმის სამიზნედ აქციონ.

გენერალ-მაიორმა და "ნაცინალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა ერთ-ერთ ინტერვიუში დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტებიც, რომელიც მისი მოსაზრებით, შესაძლოა, ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს.

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველის განცხადებები მმართველი გუნდისთვის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გენერალი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი პირდაპირ ითხოვენ ბომბებს საქართველოსკენ. 

"რითი განსხვავდება მაგალითად, ის ქართველი, რომელიც შემოუძღვა საბჭოთა ჯარს 1921 წელს საქართველოში, დღევანდელი იმ ქართველებისგან, რომლებიც დიდი სიამოვნებით შემოუძღვებოდნენ უცხო ქვეყნის ჯარს და ბომბებსაც კი – პირდაპირ აცხადებენ, რომ ოღონდ თქვენ აქეთ ბომბები გამოუშვით საქართველოსკენო, ხომ ხედავთ აქ რა პროცესები მიდისო, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო გენერალი არიან", - აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები