"საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება" - ამ შინაარსის კვლევა ამჯერად "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა.
კვლევის ავტორები არიან "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი, ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე იყო "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, საქართველოს განვითრებას თავისუფალი სამყარო უზრუნველჰყოფს.
"ჩვენ ვდგავართ მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკის განვითარების მხარეს. თავისუფალი სამყარო უზრუნველყოფს ამას, აშშ, დონალდ ტრამპი და კი, ჩვენ ვართ ამერიკელების, თავისუფალი სამყაროს, ისრაელის მხარეს და არა აიათოლების, რეჟიმების და დიქტატორების მხარეს. რაც არ უნდა კვლევა გამოქვეყნდეს, ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს თავისუფალი სამყარო და არა დიქტატორები", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.