26 ოქტომბერი 2026,   20:19
ვრცლად
გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც დადიოდა ევროპული ინსტიტუციების დერეფნებში და ცდილობდა დაეზიანებინა ჩვენი ქვეყნის ინტერესები - არჩილ გორდულაძე "ჰადსონის ინსტიტუტის" კვლევაზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მმართველი გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაზე საუბრობს.

"საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება" - ამ შინაარსის კვლევა ამჯერად "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა.

კვლევის ავტორები არიან "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი, ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი. კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე იყო "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც დადიოდა სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის და არა მხოლოდ ევროპული ინსტიტუციის დერეფნებში კარდაკარ და ცდილობდა, როგორმე დაეზიანებინა საქართველოს ინტერესები.

"ვიცით ვინც არის გიორგი კანდელაკი. ეს არის ადამიანი, რომელიც დადიოდა სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის და არა მხოლოდ ევროპული ინსტიტუციის დერეფნებში კარდაკარ და ცდილობდა, როგორმე დაეზიანებინა ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა და ის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ჭანჭიკია, რომელიც თავისი პატრონების ხელში, საქართველოზე თავდასხმისთვის გამოიყენება. ყველანაირად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებების ერთ-ერთი თანაავტორია ეს ადამიანი და განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდება უსამშობლოთა გაერთიანება, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ცეცხლის ალი ტრიალებს. მათი მიზანი ზუსტად ჩვენი ქვეყნის ომის სამიზნედ გახდომაა, რათა ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს და მერე ამ არეულობაში, მღვრიე წყალში, მათი პატრონები შეეცდებიან, რომ კარგად დაიჭირონ თევზი, მათ შორის, ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი ყურმოჭრილი და ყველაფერზე ხელის მომწერი პირები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები