"ვუშვებ შესაძლებლობას რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს "- ვახტანგ კაპანაძის ეს განცხადება შეფასებების საგანია.
გენერალ-მაიორმა და ნაცინალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა დაასახელა საქართველოში კონკრეტული ობიექტები, რომელიც მისი მოსაზრებით შესაძლოა ირანის შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდეს.
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე მოუწოდებს ყველას თავშეკავებული განცხადებები გააკეთონ, რომ საქართველოს საფრთხე არ შეექმნას.
"ნებისმიერი ამ ადამიანის ქმედებას ისტორია შეაფასებს. მოვუწოდებ ყველას სანამ მსგავსი სიტუაციაა ამაზე გაცილებით თავშეკავებული განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ მოჰყვეს რაიმე ტიპის საფრთხე საქართველოსთვის,"- აცხადებს შარაშიძე.