გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა 2027 წლისთვის ბლოკის წევრი ვერ გახდება. კოსმა ინტერვიუ Bloomberg-ს მისცა.
Politico კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ევროკომისიის წარმომადგენელს ნათლად განუცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება. პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ბევრი დრო სჭირდება ევროკავშირში გაჭევრიანებას და ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
"ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი დრო არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ძალიან ბევრი რეფორმაა ჩასატარებელი, სტანდარტებშია მოსაყვანი ქვეყნის კანონმდებლობა. ამას, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი დრო სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტი, ვიდრე ეს არის 2027. როგორც ჩანს, თავად ევროპაც ხვდება, რომ ცოტა მეტი დროა საჭირო ამისთვის," - აღნიშნა შარაშიძემ.