ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე იკითხება ბრალდების მხარის მოწმე. ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.