04 აგვისტო 2026,   02:07
ვრცლად
ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - "პრაიმტაიმმა" გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, რუხაძემ სამართალდამცველებთან აღიარა, რომ თავდასხმის ისტორია თავად გამოიგონა და სინამდვილეში, იმ დღეს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.

გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე "სისხლიანი ანგარიშსწორების" თემა სატელევიზიო ეთერებშიც.

გიორგი რუხაძე არ აკონკრეტებს, თუ რა მოტივით მოიგონა მასზე თავდასხმის ფაქტი.

 

წყარო: PRIMETIME

დღის ამბები