ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციისა და განცხადებების შესახებ, რომელიც სხვადასხვა პირის მიერ, საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებასთან დაკავშირებით გავრცელდა, "რუსთავი 2"-ი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
"ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ", - აღნიშნეს ჩვენთან საუბარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.