გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერსა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრას სახელისუფლებო გუნდში აფასებენ. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, არაფერია გასაკვირი, თუ ნინო ლომჯარია იყო იქ ფარულად და კონსპირაციულად.
"ეს იყო კონსპირაციული შეხვედრა, იქ მხოლოდ ყავის დასალევად არ მისულა ლომჯარია. ამიტომ იქნა გაპარებული უკანა გასასვლელიდან და რაც დააფიქსირა "იმედის" ტელევიზიამ. მათ იციან, რომ დიპლომატიური პასპორტების უვიზო მიმოსვლის აკრძალვა არ მოიტანს შედეგს და ცდილობენ, რომ ქართველი ხალხი დაასანქცირონ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიაწოდონ და სისრულეში მოაყვანინონ ევროკავშირს. ეს არის ზუსტად მეხუთე კოლონა, რასაც ჰქვია ლომჯარია და მისნაირები, ესენი არიან ქვეყნის მტრები, რომლებიც არ ზრუნავენ ერთი წამი და წუთი ქართველ ხალზე, ესენი ზრუნავენ საკუთარ თავებზე, როგორ ჩაიგდონ ხელისუფლება და როგორ მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში და ის გაუკეთონ ქვეყანას, რასაც 9 წლის განმავლობაში უკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, არაფერ არ არის გასაკვირი, თუ ნინო ლომჯარია იყო იქ ფარულად, კონსპირაციულად," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.