"ლომჯარიამ თავიდანვე მალვა და ფარულობა აირჩია ელჩთან ერთად, იმიტომ, რომ მათ ნამდვილად აქვთ დასამალი. მათი ზრახვები საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ამიტომ ისინი მალვას ირჩევენ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა" თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.
საუბარია გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერსა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე.
ხუნდაძე ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაცია მათ შეიარაღებაში არის ბოლო მცდელობა და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებაზე იმოქმედონ, ესეც ფუჭად იქნება მათი მხრიდან გამოყენებული, ედგეს ვერ გამოიღებს.
"ლომჯარიამ თავიდანვე მალვა და ფარულობა აირჩია ელჩთან ერთად, იმიტომ, რომ მათ ნამდვილად აქვთ დასამალი. მათი ზრახვები საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ამიტომ ისინი მალვას ირჩევენ და ამ მალვაში მათ სურთ, რომ უბედურებაში გახვიონ ქვეყანა და საზოგადოება და სწორედ ამ ფონზე ნახონ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი. მათი ზრახვები უკვე ვეღარ იმალება, იმიტომ რომ არ არის პირველი, როცა ფსევდო ლიბერალები მორიგ შეტევას ახორციელებენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ახლა უკვე ქართლ საზოგადოებას ამზადებენ დარტყმისათვის. ვიზალიბერალიზაცია მათ შეიარაღებაში არის ბოლო მცდელობა და შესაძლებლობა, რომ საზოგადოებაზე იმოქმედონ, ესეც ფუჭად იქნება მათი მხრიდან გამოყენებული, ედგეს ვერ გამოიღებს. როცა ირჩევ მალვას, ავტომატურად ჩნდება ეჭვი, რომ ქურდს ქუდი ეწვის და ასევე, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს. როცა ისინი თითქოს და ქვეყანას არ უბიძგებენ დესტრუქციისა და ომისაკენ და წამოსცდებათ ხოლმე, არც თუ ისე იშვიათად, რომ მათ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს საქართველოში და ამ ფონზე ნახონ საკუთარი პოლიტიკური სარგებელი," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.