სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის ინვენტარის გადაცემა დასრულდა.
დასკვნით ეტაპზე, ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლა "ივერიისა" და გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ "გორისთვის" ინვეტარის გადაცემის პროცესს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.
ინვენტარის გადაცემის გარდა, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ფონდი ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებულ საფეხბურთო სკოლებსა და აკადემიებსაც აფინანსებს.