სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები დასრულდა.
პროექტები 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ შეარჩია, განხორციელდება 38 ინფრასტრუქტურული პროექტი.
სენაკის მუნიციპალიტეტისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 738 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.