27 ოქტომბერი 2026,   02:10
ვრცლად
"გამოუვალ მდგომარეობაშია როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი, პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები. ახსნა-განმარტება მოუწევს გერმანიის ელჩს" - ლევან მაჭავარიანი

"გამოუვალ მდგომარეობაშია როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი. პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები. ახსნა-განმარტება მოუწევს გერმანიის ელჩს, დაველოდოთ გერმანიის ელჩი რა ტყუილებს მოიგონებს, იქიდან გამომდინარე, რომ თავი დაიძვრინოს ამ სამარცხვინო სიტუაციიდან", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

საუბარია გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერსა და ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, "დაველოდოთ გერმანიის ელჩი რა ტყუილებს მოიგონებს, იქიდან გამომდინარე, რომ თავი დაიძვრინოს ამ სამარცხვინო სიტუაციიდან."

"ძალიან ლოგიკურია "იმედის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვიზის შეჩერებას შეეხებოდა ეს შეხვედრა. ინფორმაცია ვრცელდება, რომ ამ შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა ბატონი პაველ ჰერჩინსკიც. ნინო ლომჯარია, ზოგადად კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", ეს მდიდარი ენჯეოები, რა თქმა უნდა, ისინი მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს. ისინი არიან ბოლომდე გამარგინალებულები, განულებულები და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ თუ ევრობიუროკრატებს ამ ნაბიჯს გადაადგმევინებენ, ამ შემთხვევაში, რაღაც აჟიოტაჟის შემოტანა საზოგადოებაში იქნება უფრო მარტივი.

შტირლიცი გეგონებოდათ ნინო ლომჯარია, გამოაპარეს ელჩის მანქანით, შემდეგ გადაჯდა თავის მანქანაში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს. თუ ყველაფერი რიგზეა, თუ შეხვედრა იყო ისეთი ხასიათის, რომელიც უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში, რა საჭირო იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარება. გამოუვალ მდგომარეობაშია როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი. პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები. ახსნა-განმარტება მოუწევს გერმანიის ელჩს, დაველოდოთ გერმანიის ელჩი რა ტყუილებს მოიგონებს, იქიდან გამომდინარე, რომ თავი დაიძვრინოს ამ სამარცხვინო სიტუაციიდან. ჩვენი თვალით ვიხილეთ, რა იკადრა გერმანიის ელჩმა, გამოაპარა თავისი საელჩოდან თავის მანქანაში და რაღაც სპეცოპერაციით გადასვა შემდეგ ქუჩაში. არნახული სპექტაკლი ჩაატარა," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

 

დღის ამბები