29 ოქტომბერი 2026,   04:46
ვრცლად
თუ ვინმე ცდილობს, რომ შეზღუდვები არ შეეხოს ქართველ ხალხს, არის სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია - ლაშა ფარულავა

"თუ ვინმე ცდილობს, რომ შეზღუდვები არ შეეხოს ქართველ ხალხს, არის სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია" - პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერისა და ყოფილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე საუბრობს. 

 ფარულავა ამბობს, რომ ნინო ლომჯარია, წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ის ბენეფიტები ევროკავშირის მხრიდან. 

"თუ ვინმე ცდილობს, რომ შეზღუდვები არ შეეხოს ქართველ ხალხს, არის სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია. ენჯეო სექტორი, ნინო ლომჯარია, წლების განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ის ბენეფიტები ევროკავშირის მხრიდან, რომელიც აქვს. თუ ვინმე არის პრობლემა, არის ქართული ოცნება," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

დღის ამბები