29 ოქტომბერი 2026,   04:24
ვრცლად
"ჩვენ ვართ იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი ირანისთვის. რაც შეეხება კვლევას, სწორედ ამას ემსახურება ეს კვლევაც" - ირაკლი ჭეიშვილი

"ჰადსონის ინსტიტუტის" კვლევას სახელწოდებით - " საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება" და რომლის ავტორები "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი არიან, შეფსებები მოჰყვა ოპოზიციაში.

კანდელაკი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერია, მანამდე "ნაციონალური მოძრაობის", შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" წევრიც იყო.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა "ნაციონალური მოძრაობა" დგას იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან ირანში.

"ნაციონალური მოძრაობა" დგას მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის, თავისუფალი სამყაროს, შეერთებული შტატების, ისრაელის, იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან ირანში. ჩვენ ვართ იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი ირანისთვის, დემოკრატიისთვის, ქომაგი ვართ ამ ხალხის, და ჩვენ კი, მათ მხარეს ვართ. რაც შეეხება კვლევას, სწორედ ამას ემსახურება ეს კვლევაც," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და მინიშნებებს ტერორიზმთან დაკავშირებით.

დღის ამბები