ქალთა კვირეულის ფარგლებში, სამედიცინო ცენტრ "აფხაზეთის" ზუგდიდის ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილი ქალებისთვის სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
კლინიკაში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. გიორგი ჯინჭარაძემ ქალთა დღე სამედიცინო პერსონალს და დევნილ ბენეფიციარებს პირადად მიულოცა.
დევნილი ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო სერვისებს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს.