27 ოქტომბერი 2026,   14:30
ვრცლად
"მოარული ხმები, მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ბრიუსელის, რომ საქართველო დაზიანდეს, არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც იქნება განხილული ამ დელეგაციის ვიზიტის დროს" - გია ვოლსკი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების ვიზიტზე

თბილისში მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ.

მაღალი დონის დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი, ასევე სხვა მაღალი რანგის დიპლომატები არიან.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტარები "შეხვდებიან პოლიტიკური მოქმედი პირების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან".

დელეგაციის წევრებმა გუშინ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი საუბრობს, თუ რა საკითხები იქნება განხილული დელეგაციის წევრებთან.

"რეალურად, მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა რეგიონში, საკმაოდ რთულია ახალი თავმჯდომარე ქვეყნისთვის და ის ცდილობს, მიიღოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მოარული ხმები, მცდელობები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, ბრიუსელის, რომ საქართველო დაზიანდეს, არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც იქნება განხილული ამ დელეგაციის ვიზიტის დროს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები