27 ოქტომბერი 2026,   06:53
ვრცლად
"როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული, ზოგადად არსებულ ვითარებაზე" - ვახტანგ კაპანაძე სუს-ში გამოკითხვაზე

ირანთან დაკავშირებული ცალკეული განცხადებების გამო, სუს-ში გამოკითხვები გრძელდება. გუშინ დღის ბოლოს გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა.

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე აშშ-ის საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.

"რა კითხვაც დამისვეს, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. კითხვები დაკავშირებული იყო ჩემს გამოსვლასთან. როგორც მოწმე, ისე ვიყავი დაბარებული, ზოგადად არსებულ ვითარებაზე" - აღნიშნა გენერალ-მაიორმა, ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, ვახტანგ კაპანაძემ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე. უსაფრთხოების სამსახურს შეკითხვები აქვს გივი თარგამაძესთანაც.

დღის ამბები