ბიზნესსუბიექტებისთვის “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების მოყვანის ვადა პირველ აპრილს სრულდება. იუსტიციის სამინისტრო, 9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და რეგისტრაცია განახევრებულ ფასად - 200 ლარის ნაცვლად, 100 ლარად გაიარონ.
ბიზნესსუბიექტები რეგისტრაციისას უფასოდ ისარგებლებენ წინასწარ დამტკიცებული სტანდარტული წესდებით.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე 2026 წლის პირველ აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში, სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.