31 ოქტომბერი 2026,   00:42
ვრცლად
"ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა - ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხსა და გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანაშია" - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

დღეიდან ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს თბილისში მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა. მაღალი რანგის დელეგაცია, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, პარლამენტში იმყოფება.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, ორდღიანი ვიზიტის დროს, შეხვდებიან პოლიტიკოსების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან. დელეგაციის წევრებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი უკვე მოინახულეს.

როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი შეეხო ყველა იმ საკითხსა და გამოწვევას, რომელიც ქვეყანაშია.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პარლამენტში სტუმრობა. ორი დღის განმავლობაში, ჩვენ შევხვდებით საზოგადოების ყველა აქტორსა და ლიდერებს. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხსა და გამოწვევაზე, რომელიც ქვეყანაშია. მეტ განმარტებას ხვალ მოგაწვდით," – აცხადებს პერე ჟოან პონს სამპიეტრო.

დღის ამბები