28 ოქტომბერი 2026,   02:55
ვრცლად
"ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღწვის, ეს არის საკუთარი ქვეყნის მტრობა, გუშინ თავადვე აღიარეს, რომ ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან" - ნიკოლოზ სამხარაძე

დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას - როდესაც რაიმე ცხელი თემა ხდება საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინვე ხდება საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ ისინი ამა თუ იმ ქვეყანას უწევენ დახმარებას, – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე, საკუთარი, "ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი წინ წამოწიოს არა საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ უცხოელების თვალში".

"ჩვენ გვახსოვს რუსეთთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მაშინ, როდესაც პირველი დღეები იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის. გვახსოვს განცხადებები, რომ თითქოს, საქართველო ეხმარებოდა რუსეთს და ლამის ისიც დაგვაბრალეს, რომ შეიარაღებასაც ვაწვდიდით რუსეთს და რუსეთის მხარეს ვიბრძოდით უკრაინის ომში. ეს ბრალდებები ყველას გვახსოვს. ახლა ცხელი თემა არის ირანი და შესაბამისად, ოპოზიციამაც არ დააყოვნა. ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს, რომ ირანის სასარგებლოდ იღწვის და ირანის სასარგებლო ღონისძიებებს ატარებს. ხვალ შეიძლება, ეს იყოს ვენესუელა და თქვან, რომ თუ ვენესუელა გახდება ცხელი თემა, საქართველოს ხელისუფლება ვენესუელის ხელისუფლებას ეხმარება. ამიტომ ეს არის არა მხოლოდ უტიფრობა და საკუთარი ქვეყნის მტრობა, არამედ ეს ტენდენცია ისტორიულ ჭრილშიც უნდა დავინახოთ. უნდა გადავხედოთ მოვლენებს და მივხვდეთ, რომ ოპოზიცია ნებისმიერ საკითხს ებღაუჭება, რომ როგორმე საკუთარი, ნულს ქვემოთ დაცემული რეიტინგი წინ წამოწიოს არა საქართველოსა და ჩვენი საზოგადოების თვალში, არამედ უცხოელების თვალში, რათა საქართველოს ხელისუფლებას შეუქმნას იმიჯური პრობლემები. ყველამ ძალიან კარგად იცის, და გუშინ თვითონვე აღიარეს, 24 საათიც არ დასჭირდათ ამ ინფორმაციისთვის, რომ არანაირი ტერორისტები საქართველოში არ მზადდებიან", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

უცხო ქვეყნისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დაწყებული გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებლების შეკითხვებს ვახტანგ კაპანაძემ უპასუხა. მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩეველი უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც კაპანაძემ თქვა, რომ საქართველოში მდებარე შტატების საელჩო და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი შეიძლება ირანის იერიშის სამიზნე გახდეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი და გუბაზ სანიკიძე.

დღის ამბები