22 ოქტომბერი 2026,   12:57
ვრცლად
"დივერსიაა, როდესაც შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის" - შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გივი თარგამაძესთან შეკითხვები აქვს. ის საქართველოში არ იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, სუს-მა განმარტა, რომ თარგამაძეს მობილური გამორთული ჰქონდა და დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მმართველი გუნდის განცხადებით, ეს თემა ოპოზიციამ რამდენიმე მედიასთან ერთად უწყების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. "ქართულ ოცნებაში" ფაქტების დამახინჯებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობენ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დივერსიაა, როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის.

"ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალისთვის და არიან ერთ-ერთი რგოლი საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდულ ომში. საზოგადოება აკვირდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველი აქვთ, ადვილად მისცემს პასუხისგებაში. არავის და არაფერს ამ მხრივ არ ერიდება. ასე რომ, არ ინერვიულოს არავინ, ვინც საპოვნელია, ყველას იპოვის ჩვენი სახელმწიფო და თუ ვინმე წარსადგენია მართლმსაჯულების წინაშე, მასაც წარადგენენ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები