27 ოქტომბერი 2026,   06:53
ვრცლად
ნამდვილად არ მგონია, რომ ნინო ლომჯარიას საელჩოების დატოვების დროს სჭირდება რაიმე სახის კონსპირაცია - ირაკლი ფავლენიშვილი

რატომ გააპარა გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოდან და რატომ არ ასაჯაროებს პიტერ ფიშერი შეხვედრის შინაარსს, - მეხუთე დღეა, დიპლომატიური უწყება დუმს. "ქართულ ოცნებას" არაერთი კითხვა აქვს.

მას შემდეგ, რაც ლომჯარიას ფიშერთან შეხვედრა დადასტურდა და საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადაჯდომის კადრებიც გავრცელდა, საელჩოს განმარტება არ გაუკეთებია. მანამდე კი ნონო ლომჯარია ელჩთან შეხვედრასაც და მასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნაზე საუბარსაც უარყოფდა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ დასამალი არაფერია.

"რაზეც არ უნდა ყოფილიყო საუბარი, არ მჯერა, რომ დაიმალებოდა, ნამდვილად არ მგონია, რომ ნინო ლომჯარიას საელჩოების დატოვების დროს სჭირდება რაიმე სახის კონსპირაცია. დასამალი რა ჰქონდათ? - რომც ჰკითხოთ, ალბათ, არც უარყოფენ," - აცხადებს ფავლენიშვილი.

დღის ამბები