28 ოქტომბერი 2026,   02:55
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი ლომჯარიასა და ფიშერის შეხვედრაზე: რატომ მალავენ? - იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი... საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია

რატომ გააპარა გერმანიის ელჩმა ნინო ლომჯარია საელჩოდან და რატომ არ ასაჯაროებს პიტერ ფიშერი შეხვედრის შინაარსს, - მეხუთე დღეა, დიპლომატიური უწყება დუმს. "ქართულ ოცნებას" არაერთი კითხვა აქვს.

მას შემდეგ, რაც ლომჯარიას ფიშერთან შეხვედრა დადასტურდა და საელჩოს მანქანიდან საკუთარ ავტომობილში გადაჯდომის კადრებიც გავრცელდა, საელჩოს განმარტება არ გაუკეთებია. მანამდე კი ნონო ლომჯარია ელჩთან შეხვედრასაც და მასთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნაზე საუბარსაც უარყოფდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ შინაარსია დასამალი.

"რატომ მალავენ? - იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია. განიხილა ლომჯარიასთან ერთად, რა დესტრუქციული ქმედებები უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ სიტუაცია აირიოს და ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს კონტროლი, ამ ვითარებაში მოხდეს რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლა. ამაზე როგორ დაგელაპრაკებოდნენ? - ამაზე ვერ დაგელაპარაკებოდნენ.

ჩემთვის ეს კაცი ელჩი არ არის და მე ეს არაერთხელ მითქვამს," - აცხადებს შარმანაშვილი. 

დღის ამბები