31 ოქტომბერი 2026,   10:53
ვრცლად
"მათი ოფიციალური მიზანი, რაც დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება საქართველოში" - გიორგი შარაშიძე ეუთოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შესახებ

თბილისში მყოფმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეიდან ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ მათი ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენც დაუდასტურეს, არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება საქართველოში.

"განსაკუთრებულად აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. მათი ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენც დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება საქართველოში. ეუთოს ვიზიტი, რომლის პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, ელაპარაკონ ყველას, და ამ ვიზიტის შეფასება იზოლაციის გარღვევად და რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად, რა თქმა უნდა, არ არის სწორი," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

დღის ამბები