ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა დღეიდან ოფიციალური შეხვედრები დაიწყეს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან, არჩევნების შემდგომ. თუმცა, მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო, ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა.
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან, არჩევნების შემდგომ. თუმცა, მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო, ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა. თუმცა, იყო მაშინ გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა. შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება. ამიტომ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვის მექანიზმთან ან ნებისმიერ სხვა თემასთან. საუბრის ძირითადი თემა იყო ოკუპაცია, რა თქმა უნდა, და ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები და ის მხარდაჭერა, რასაც ორგანიზაცია უწევს საქართველოს ამ მიმართულებით," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ინფორმაციით დელეგაციის წევრები ორ დღიანი ვიზიტის დროს, შეხვდებიან პოლიტიკოსების ფართო სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან.
გუშინ, დელეგაციის წევრებმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი უკვე მოინახულეს.