ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. ვარლამ წიკლაური მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე და ხმათა უმრავლესობით აარჩიეს ის მიმართულებები, რომელსაც გამოყოფილი თანხა მოხმარდება.