საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ეუთოს დელეგაციის წევრები საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდნენ. ლევან იოსელიანთან საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. მთავარი თემები იყო ადამიანის უფლებები და ქვეყანაში არსებული ვითარება. შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში გაიმართა.
"ძირითადად აინტერესებდათ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ და იმ ანგარიშის ირგვლივ გვქონდა საუბარი, რომელიც პარლამენტში წარვადგინე შარშან, რომელიც ეხებოდა 2024 წლის დეკემბერში მიმდინარე მოვლენებს თბილისის ქუჩებში და მათ შორის, დღეს საპატიმროში მყოფი ადამიანების მდგომარეობას. ასევე საუბარი იყო იმ გამოძიებაზე, რომელიც დაწყებული არის ამ საქმეებზე და რომელიც არ არის სამწუხაროდ ბოლომდე მიყვანილი", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.