15 ოქტომბერი 2026,   09:36
ვრცლად
"შეწყვიტეთ თვალთმაქცობა, თქვენ კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს დგომით შეიქმენით" - ირანის საგარეო უწყება ურსულა ფონ დერ ლაიენს პასუხობს

"გთხოვთ, შეწყვიტეთ თვალთმაქცობა", - ამ სიტყვებით მიმართა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ევროკომისიის პრეზიდენტს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ "არ უნდა დაიღვაროს ცრემლები ირანის რეჟიმისთვის, რომელმაც სიკვდილი და რეპრესიები მოუტანა საკუთარ ხალხს".

ესმაილ ბაგაივის შეფასებით კი, ევროკომისიის პრეზიდენტმა კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს დგომით შეიქმნა.

"გთხოვთ, შეწყვიტეთ თვალთმაქცობა. თქვენ კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს დგომით შეიქმენით - ოკუპაციისთვის, გენოციდისა და სისასტიკეებისთვის მწვანე შუქის ანთებით, ახლა კი "ათეთრებთ" აშშ-ისრაელის აგრესიასა და ირანელების წინააღმდეგ ჩადენილ ომის დანაშაულებს. 

სად იყო თქვენი ხმა, როდესაც 165-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი პატარა ანგელოზი მოკლეს ქალაქ მინაბში? რატომ არაფერს ამბობთ, როდესაც საავადმყოფოებს, ისტორიულ ადგილებს, ნავთობის ობიექტებს, დიპლომატიური პოლიციის შტაბ-ბინას, სახანძრო სადგურებსა და საცხოვრებელ უბნებს ბოროტად ესხმიან თავს? უკანონობისა და სისასტიკის წინაშე დუმილი სხვა არაფერია, თუ არა თანამონაწილეობა", - წერს ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები