26 ოქტომბერი 2026,   21:42
ვრცლად
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შემაჯამებელი განცხადებით დაასრულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი შემაჯამებელი განცხადებით დაასრულა. ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გამო უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა. 

დელეგაციამ მკაცრად დაგმო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობა. სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრასამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებები მხოლოდ საარჩევნო ყუთთან უნდა მოხდეს და არა ინსტიტუტების დამხობის გზით. ასევე ითქვა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება, ქართველი ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა და ეს არც ეუთოს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის.

ეუთოს მაღალი დონის დელეგაცია საქართველოში რამდენიმე დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. შედგა შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებთან.

ვიზიტის პირველ დღეს დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დღის ამბები