"ნაციონალურ მოძრაობაში" სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტში 8 მილიონ ლარზე მეტის გადახდას აკისრებს.
ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე, მისი პარტია და რამდენიმე მედია ამ საქმეს "პიჯაკების საქმედ" მოიხსენიებს. რეალურად კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხოლოდ სასტუმროებსა და ბილეთებში გახარჯულია 3 მილიონამდე ლარი, კოსმეტიკურ პროცედურებზე 700 000 ლარი, კოლოსალური თანხებია დახარჯული გამაჯანსაღებელ ცენტრებში, საჩუქრებში, სამკაულებში, სააკაშვილის შვილების სწავლაში, მობილურ ტელეფონებში და ტანსაცმელში. ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 9 მილიონ ლარამდეა.
"სასაცილო საქმეა, იმიტომ, რომ ქვეყნის საგარეო ინტერესი თუ ვინმემ დაიცვა ამ ქვეყნის ისტორიაში, იყო მიხეილ სააკაშვილი, მას ასამართლებენ პიჯაკების გამო. აი, ამიტომაც არის "პიჯაკების საქმე," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.