28 ოქტომბერი 2026,   12:08
ვრცლად
გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა პროკურატურას მიმართავს, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში მის შესახებ გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყოს. საუბარია, 17 იანვარს მომზადებულ სიუჟეტზე, რომლის მიხედვითაც ხაინდრავას საქართველოში გარკვეული თანხის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურად შემოყვანაში სდებდნენ ბრალს.

გოგა ხაინდრავა გამოძიების დაწყებას და სიმართლის დადგენას ითხოვს. მას, ასევე, "ფორმულას" წინააღმდეგ სხვა სიუჟეტთან დაკავშირებითაც აქვს სასამართლოში სარჩელი შეტანილი. რეჟისორი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას პირადად დავით კეზერაშვილი ხელმძღვანელობს.

"ბრალი დამდეს სახელმწიფო დანაშაულის ჩადენაში. მივმართავ პროკურატურას, ჩაატაროს გამოძიება ამ საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე? - მე, სუს-ი და საზღვრის დაცვის პოლიცია, თუ შპს "სიცრუის ფორმულა." ძიება უნდა ჩატარდეს სუს-შიც და შსს-შიც," - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

 

დღის ამბები