"სააკაშვილს თავად აღიარა, რაც სასამართლომ თქვა, არ უარყოფს. დიახ, მას მიაჩნდა თავის ჯიბედ სახელმწიფოს ბიუჯეტი", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საკითხს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულ თემას პიჯაკების საქმეს დაარქმევენ, თუ ნებისმიერ სხვას, ეს მათი გემოვნების საკითხია.
"სააკაშვილს თავად აღიარა, რაც სასამართლომ თქვა, არ უარყოფს. დიახ, მას მიაჩნდა თავის ჯიბედ სახელმწიფოს ბიუჯეტი.
მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს "ნაციონალური მოძრაობა" ამ საქმეს... შეიძლება, პიჯაკები მოსწონთ და იმიტომ ეძახიან. მთავარია, რომ საქმეში დევს ბიუჯეტის გაფლანგვის საკითხი და ეს მთავარია. პიჯაკების საქმეს დაარქმევენ თუ ხალათების საქმეს, ეს უკვე გემოვნების ამბავია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.