04 აგვისტო 2026,   21:34
ვრცლად
14 მარტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი კონცერტს გამართავს

სანამ მაყურებელი დარბაზში შევა და სცენაზე შუქები აინთება, პიანისტის მთავარი დიალოგი მუსიკასთან სწორედ ასეთ სივრცეში იწყება — ცარიელ დარბაზში.

როიალთან გატარებული საათები, ნოტებში ჩაკარგული დეტალები და მუდმივი ძიება — ეს არის გზა, რომელსაც თითოეული მუსიკოსი კონცერტამდე გადის. სანდრო გეგეჭკორიც ამ გზაზეა, ის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს და იმ მუსიკას გააჟღერებს, რომელიც ახლა სარეპეტიციო დარბაზში ისმის.

რეპეტიცია მუსიკოსისთვის მხოლოდ ტექნიკური მზადება არ არის. ეს არის პროცესი, სადაც თითოეული ნოტი, თითოეული ფრაზა და მუსიკალური იდეა საბოლოო ფორმას იღებს. დღეები, კვირები და ზოგჯერ თვეებიც კი გადის იმისთვის, რომ რამდენიმე წუთის მუსიკალური შესრულება სრულყოფილ სახეს მიუახლოვდეს.

სანდრო გეგეჭკორის მუსიკალური გზა უკვე არაერთ საერთაშორისო კონკურსს და მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიცავს. ახალგაზრდა პიანისტი სხვადასხვა ქვეყანაში გამოდის და კლასიკური მუსიკის სცენაზე, ქართულ საფორტეპიანო სკოლას წარმოადგენს.

14 მარტს, ქართველი მსმენელი ორი კომპოზიტორის მიერ, მათი ცხოვრების ქარტეხილიან მონაკვეთებში შექმნილ შედევრებს, სანდრო გეგეჭკორის შესრულებით მოისმენს.

დღის ამბები