კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, ახვლედიანის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, კაკაბაძის, ესენინის, პეტრიწის, გიორგი მუხაძის, გოკიელის, ფიროსმანის და წუწუნავას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, X, XI მიკრორაიონების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ხევძმარის, ზღვისუბნის, ბოთერაშვილის, კესანების, რჩეულიშვილის, გორგაძის, მარგიანის, დავით ნიშნიანიძის, ქედის, გაბაშვილის, გობრონიძის, ანაპის 414-ე დივიზიის, ბობოხიძის, რეზო გაბაშვილის, გია რომელაშვილის, ლეკიშვილის, ევგენი ღვალაძის, ქობის, საგუბარის, ევგენი ხარაძის, ვარაზაშვილის, ლურჯქედის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, ავშნის, გურამიშვილის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.