04 აგვისტო 2026,   10:55
ვრცლად
"მარიამობისთვე 1924" - სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებელმა ახალი სეზონის პირველი პრემიერა იხილა

ახალი სეზონის პირველი პრემიერა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე - მაყურებელმა ალექსანდრე ქანთარიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - "მარიამობისთვე 1924" იხილა.

თეატრალური დადგმა დოკუმენტურ-ისტორიულ მოვლენებს ემყარება და 1924 წლის აჯანყების ტრაგიკულ პერიოდზე მოგვითხრობს.

პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაესწრნენ.

დღის ამბები