29 ოქტომბერი 2026,   00:01
ვრცლად
არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიდგეთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა - მირიამ ლექსმანი

საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა ევროპარლამენტში. განიხილეს ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეები. ევროპელი დეპუტატების ნაწილი ხელისუფლებას ციხეში მყოფი პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

მეორე ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე აკეთებს აქცენტს, ამას მიუღებლად მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია. საქართველოზე რიგით მე-9-ე რეზოლუციას ევროპელმა კანონმდებლებმა კენჭი დღეს უნდა უყარონ.

დარბაზში, როდესაც განიხილებოდა ელენე ხოშტარიას საკითხი, რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი იმყოფებოდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი აზრი ორად გაიყო.

"ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პროევროპული ხმები ამჟამინდელი რეჟიმის მსხვერპლი არიან. ისინი წლობით პატიმრობას უსჯიან მხოლოდ იმის გამო, რომ ხმა ამოიღეს. როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს, ჩვენ არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიდგეთ, ვიდრე ფუნდამენტური თავისუფლებები ირღვევა. მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

დღის ამბები