27 ოქტომბერი 2026,   14:48
ვრცლად
ევროკომისიამ მითხრა, რომ ახალი კანონმდებლობის გამო თითქმის შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაფინანსების გადარიცხვა - მარკეტა გრეგოროვა

საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა ევროპარლამენტში. განიხილეს ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეები. ევროპელი დეპუტატების ნაწილი ხელისუფლებას ციხეში მყოფი პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მეორე ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე აკეთებს აქცენტს, ამას მიუღებლად მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია. საქართველოზე რიგით მე-9-ე რეზოლუციას ევროპელმა კანონმდებლებმა კენჭი დღეს უნდა უყარონ.

"მე ვესაუბრე ევროკომისიას და მათ მითხრეს, რომ ახალი კანონმდებლობის გამო ახლა თითქმის შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის რაიმე დაფინანსების გადარიცხვა, რაც ძალიან მძიმე მოსასმენია. ხოლო ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, მთელი ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ჩაგვრაა", - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ჩეხეთიდან, მარკეტა გრეგოროვა.

"კურიერის" ჟურნალისტის შეკითხვას: "თქვენც ბევრჯერ აღნიშნეთ და პარლამენტში, თუ კომისიაში მომუშავე ადამიანებიც ამბობენ, რომ დღეს ევროპის მთავარი მისია რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად ელენე ხოშტარია ყოველთვიურად იღებს ფულს რუსეთის ფედერაციიდან. მილიონ რუბლს. რა არის თქვენი პასუხი ამაზე?", მარკეტა გრეგოროვამ უპასუხა:

"ამას თქვენგან პირველად ვისმენ".

დღის ამბები