22 ოქტომბერი 2026,   12:33
ვრცლად
"როდესაც შეგნებულად ავრცელებ ტყუილებს და ცდილობ პანიკის დათესვას, ყველაზე ცოტა, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს, არის ამ საკითხების შესწავლა" - ლევან მახაშვილი გივი თარგამაძის სუს-ში დაბარებაზე

"როდესაც აკეთებ ამ ტიპის განცხადებებს, შეგნებულად ავრცელებ ტყუილებს, დეზინფორმაციას, ცდილობ პანიკის დათესვას ქართულ საზოგადოებაში, აზიანებ სახელმწიფოს რეპუტაციას, ყველაზე ცოტა, რაც შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს, არის ამ საკითხების შესწავლა - სწორედ ამასთან გვაქვს საქმე," - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გივი თარგამაძის სუს-ში დაბარებას.

საქმე ეხება ირანთან დაკავშირებულ საჯარო განცხადებებს, რის გამოც გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ყველას აქვს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე - განურჩევლად იმისა, პოლიტიკოსია თუ სხვა პროფესიის ადამიანია, უფლებებთან ერთად მათ აქვთ პასუხისმგებლობები საზოგადოებაში. თითოეულ ქმედებაზე, განცხადებაზე, ყველა აგებს პასუხს - ეს შესწავლაც სწორედ ამას ემსახურება, რომ დეტალებში გაერკვეს საზოგადოება და ვნახოთ, რეალურად, რასთან გვქონდა საქმე, - აცხადებს ლევან მახაშვილი.

ავტორი: გივი თარგამაძე

დღის ამბები