27 ოქტომბერი 2026,   05:14
ვრცლად
"სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში" - დავით მათიკაშვილი

"სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება უძღები შვილების კვლავ გაერთიანება," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საუბრობს.

დავით მათიკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 

"ჯერ დაიშალა "ნაციონალური მოძრაობა", ვითომ, შემდეგ ისევ გაერთიანდა. ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. არის ეს მოცემულობა, თეატრი შაპიტო, რომელსაც ქართული საზოგადოება 2012 წლიდან დღემდე აკვირდება. სინამდვილეში, იდეა და იდეოლოგია, რომლის ბელადსაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, სამწუხაროდ, კვლავაც არის ცოცხალი საქართველოში და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება უძღები შვილების კვლავ გაერთიანება. მაგრამ, მოცემულობა არის შემდეგი - შიგნით ვინ იქნება პირველი, ვინ იქნება პირველი ანტიქართველი, პირველი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ვინ ჩაიბარებს იმ დესტრუქციას, რომელსაც ჰქვია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა." არ არის გამორიცხული, შეწირონ კონკრეტული პირები ამ თემას, ისე წარუდგინონ საზოგადოებას, თითქოს ხდება რაღაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. ალბათ, სიტყვა ჯანსაღი და "ნაციონალური მოძრაობა" არის სწორედ ის ტერმინები, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება და შეესატყვისება ერთმანეთს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები