"არანაირი ალიანსი არ არის, ეს არის ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანება, იმიტომ რომ ყველა, ვინც დღეს იქ არის, არის "ნაციონალური მოძრაობის" შვილები," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე.
ოპოზიციაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ეს არის ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლა.
"არანაირი ალიანსი არ არის, ეს არის ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანება, იმიტომ რომ ყველა, ვინც დღეს იქ არის, არის "ნაციონალური მოძრაობის" შვილები. თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთში, ეს არის ჩვეულებრივი ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლა, ძალაუფლების, რომელიც არც არის მათ ხელში რეალურად," - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.