02 აგვისტო 2026,   14:39
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეული უკვე ათწლეულებია მოდის სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება

პარიზის მოდის კვირეული უკვე ათწლეულებია მოდის სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება. სწორედ ამ დროს, მარტში რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქის ყველაზე ისტორიულ შენობებსა და მოედნებზე ერთმანეთს მოდის ლეგენდარული სახლები, ცნობილი დიზაინერები და ახალი თაობის შემოქმედები ხვდებიან. წელ ს პარიზის მოდის კვირეულზე წარმოდგენილმა კოლექციებმა კიდევ ერთხელ განსაზღვრა, როგორი იქნება მომავალი სეზონის მსოფლიო მოდა.

პარიზის მოდის კვირეულის მიწურულს შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ამ ჩვენებების განსაკუთრებულ მოვლენებსა და აღმოჩენებს. კვირეული მატიე ბლაზის კოლექციამ გახსნა, რომელიც დიზაინერმა შანელის სახლისთვის შექმნა. ჩვენება პარიზის ცნობილ საგამოფენო სივრცეში - გრან პალე-ში გაიმართა.

დიზაინერმა პოდიუმზე წარმოადგინა Chanel-ის ახალი ready-to-wear კოლექცია, რომლის მთავარი იდეა ტრანსფორმაცია იყო და სწორედ მეტაფორაზე იყო აგებული კოლექციის ვიზუალური კონცეფციაც.

მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი ასევე დიორის მოდის სახლის ჩვენებამ გამოიწვია. ახალი კრეატიული დირექტორის, ჯონათან ანდერსონი კოლექცია კრიტიკოსებმა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დებიუტად შეაფასეს. ეს კი პიერპაოლო პიჩიოლის ბალენსიააგაა. მოდის კრიტიკოსების შეფასებით, ეს იყო შოუ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა - ბალენსიაგა კვლავ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას და მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად რჩება.

სიურეალისტური დეტალები და თეატრალური ელემენტები ბრენდის მთავარ ხელწერად დარჩა. პარიზის პოდიუმებზე წარმოდგენილი კოლექციები უკვე განსაზღვრავს იმას, თუ რას ვნახავთ მომავალ სეზონზე - მაღალ მოდაში, ქუჩის სტილშიც და საბოლოოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

დღის ამბები