26 ოქტომბერი 2026,   15:29
ვრცლად
არაერთი დასკვნა და კვლევა ამბობს, რომ საქართველო არის უსაფრთხო სახელმწიფოდ მიჩნეული - დავით მათიკაშვილი

საქართველოში ქალები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ბოლო კვლევით, დასტურდება, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების 89% ღამით მარტო სიარულისას უსაფრთხოების ყველაზე მაღალ განცდას გამოხატავენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინალის დაბალი დონეა.

"კვლევა, რომლითაც დაადასტურა ჩვენს სახელმწიფოში არსებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგად მაღალი დონის წესრიგი, კრიმინალის დაბალი დონე და მე ეჭვი მაქვს რომ არამხოლოდ ქალები, არამედ კაცებიც ღამე ქუჩაში მშვიდად გრძნობენ თავს.

ტურისტული ნაკადები საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტად იმატებს, არაერთი დასკვნა და არაერთი კვლევა ამბობს, რომ საქართველო არის უსაფრთხო სახელმწიფოდ მიჩნეული და ეს დგას "ქართული ოცნების" სწორ პოლიტიკაზე, რომელიც არის მშვიდობაზე ორიენტირებული,"- აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები